ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში 2021 წლიდან სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბები შექმნა და ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებასა და განათლების მიღებას უწყობს ხელს.
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა განათლებაზე.
საქართველოს მასშტაბით პროექტისთვის შეირჩა 31 სკოლა და თითოეულ მათგანს გადაეცათ არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. აღნიშნულ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის იყენებენ. სკოლები შერჩეულნი იყვნენ საქართველოს 9 რეგიონიდან: აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი.
პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნებოდა MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. აღნიშნული კურსის საფუძველზე პროექტის დაწყებამდე წინასწარ მომზადდა სილაბუსი, მოხდა ადაპტირება ქართულ სასკოლო გარემოზე, შეიქმნა სკოლებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო რესურსები.
სასწავლო საკითხები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა:
სკოლებში კლუბური აქტივობის დაწყებამდე შერჩეული სკოლების მასწავლებლებმა პირველ ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერების დახმარებით გაიარეს მოსამზადებელი კურსი, რომლის შემდეგაც სკოლებში თავად უძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის. კლუბური მეცადინეობები მიმდინარეობდა VIII-XII კლასის 10-20 მოსწავლის მონაწილეობით. შერჩეული სკოლებიდან მოსწავლეთა რაოდენობა იყო 500-მდე, გენდერული ბალანსი კი 50-50%-ზე იყო დაცული.
პროექტში ჩართულ მონაწილეებს პერიოდულად უტარდებოდათ შეხვედრები ტექნოლოგიების მიმართულებით, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დარგის ექსპერტებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში 60 მოსწავლისთვის გაიმართა 2-კვირიანი დღის ბანაკი, სადაც შერჩეული მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებთან, რობოტიქსთან, ინოვაციებთან და სტარტაპებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მათ დაეხმარებოდათ სამომავლო პროფესიის არჩევაში. მიღებული ცოდნით ისინი შეძლებენ ჯგუფურად მუშაობას და ინოვაციური ფინალური პროექტების წარდგენას.
პროექტის ფინალურ ეტაპზე კი მონაწილე სკოლებისთვის გაიმართა რობოტების შეჯიბრება, რომელშიც მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებული ცოდნა. ფინალურ ღონისძიებაზე პროექტის ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრება ჩატარდა სამი მიმართულებით და გარდა პროექტში ჩართული სკოლებისა, მონაწილეობა მიიღეს სხვა დაინტერესებულმა სკოლებმაც. შეჯიბრებაში სულ 75 გუნდი მონაწილეობდა
შეჯიბრების 3 მიმართულება მოიცავდა:
პროექტის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომია და მათი გამოყენება ნებისმიერ სკოლას შეუძლია.