ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia (PESTUGE)
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც განათლების გაძლიერებას, ასევე სწავლებას მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით თბილისისა და კონფლიქტური რეგიონების უნივერსიტეტებში დამამთავრებელ საფეხურზე. აკადემიური კურსის სწავლება იგეგმება 4 ძირითად უმაღლეს სასწავლებელში, ასევე, დაგეგმილია მოსამზადებელი კურსები გორისა და ზუგდიდის სტუდენტებისათვის.
პროექტის კონკრეტული მიზანია:
პროექტის კოორდინატორია დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია).
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად კი, ხელმისაწვდომი გახდება უკვე არსებული კურსები. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შედეგი იყოს გრძელვადიანი და მიმართული კონკრეტული სამიზნე ჯგუფისაკენ.
პროექტის კოორდინატორია ჰაიფას უნივერსიტეტი (ისრაელი.
პროექტის მიზანია განხორციელდეს ინტერდისციპლინარული რეფორმა უმაღლესი განათლების პროგრამაში სამაგისტრო დონეზე და მოხდეს ინტეგრირება გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (GIT), კერძოდ კი, კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტების, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართ.
პროექტი ხელს უწყობს სამი ძირითადი მხარის თანამშრომლობას, ესენია: უნივერსიტეტი, მეწარმეობა და ადმინისტრაცია. კურიკულუმის რეფორმა ავითარებს 3 ძირითად ეროვნულ და რეგიონალურ პრიორიტეტს საქართველოსა და სომხეთში: გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიებს, კულტურული მემკვიდრეობისა და დოკუმენტაციის დაცვას. ასევე ხელს უწყობს ტურიზმის ბიზნესსა და მეწარმეობას.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).
ინტერრეგიონალური მობილობის დახვეწა და შესაბამისობის, მართებულობისა და ხარისხის უზრუნველყოფა (PAWER)
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერრეგიონალურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო სისტემაში ერთობლივი მიდგომების დანერგვისა და განვითარების საშუალებით. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს 4 სხვადასხვა რეგიონის, 8 ქვეყნის 23 პარტნიორი უნივერსიტეტის მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას.
პროექტის კონკრეტულ მიზნებს წარმოადგენს: კრედიტების სისტემის შესწავლა პარტნიორ ქვეყნებში, 111 თანამშრომლის შესაძლებლობების გაუმჯობესება აკადემიური კურსების დაგეგმვის, მიწოდების და შეფასების მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში 1-კვირიანი ტრენინგების ჩატარებით, კრედიტების მინიჭების, სწავლის შედეგებისა და კომპონენტების ერთობლივი მეთოდოლოგიის შემუშავება-შედარება ქვეყნების გამოცდილების მიხედვით და კრედიტების აღიარებისა – ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე, კრედიტ-მობილობის პროგრამისა და ინტერინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების განხორციელებით. გარდა ამისა, შესაბამისი დისემინაციის სტრატეგიებისა და ტექნიკების შემუშავება და მიღება.
პროექტის კოორდინატორია ლ’აკვილას უნივერსიტეტი (იტალია).
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტი მიზნად ისახავს არსებული შეფასების მეთოდების გადახედვასა და გაუმჯობესებას, სწავლებისა და შეფასების ისეთი სისტემის განვითარებას,რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება სტუდენტების სასწავლო საჭიროებებს. პროექტის შედეგად ბენეფიციარ უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალი გადამზადდება და შეფასების ახლებური მექანიზმები ჩაშენდება სასწავლო პროგრამებში.
CURE მოიცავს ინოვაციური კურსების მრავალმხრივ პროგრამებს, სწავლებისა და სწავლის ICT მეთოდებს, სემინარებსა და საქმიანობებს, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მომზადებისადა გადამზადების პროგრამების განვითარებას. CURE ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სტუდენტური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას, ქმნის სამოქალაქო კლუბებს / ცენტრებსუმაღლეს სასწავლებლებში + სკოლებში და არაფორმალური სწავლების სხვა მიმართულებებით პროექტის ჩარჩოში. CURE აერთიანებს ფაკულტეტის სტუდენტებს და პედაგოგებს + ლიდერებს, რომლებიცცვლილებების აგენტები გახდებიან სკოლებისა და თემების მუშაობისთვის.
პროექტის სპეციფიკური მიზნებია: სამოქალაქო განათლება და ინოვაციური სწავლის მეთოდების შემუშავების კარგი პრაქტიკის დანერგვა, დინამიური პროგრამისა და სტრატეგიის შემუშავება და განვითარება. ეს ხელს უწყობს სასწავლო პროცესს ისრაელისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მოდელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ასევე მოიცავსხარისხის შეფასებას აკადემიური განვითარების პროგრამაში, მათ შორის ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვისას. თითოეული პარტნიორი უსდ არანაკლებ 4 კურსის პილოტირებას განახორციელებს და ევროკავშირის 3 უმაღლესი სასწავლებელი თავის ქვეყანაში უმასპინძლებს 1ან 2 კურსის წაკითხვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 6-დან 8 სტუდენტამდე. ისინი ისარგებლებენ საუნივერსიტეტოკამპუსებით, ფაკულტეტებისა და მასწავლებელთა ტრენინგ- სემინარებით, რომლებიც ასევე მოიცავს ინოვაციური სწავლების მეთოდებსაც.
კოორდინატორი: გორდონის აკადემიური განათლების კოლეჯი
”ABC – Assisting Better Communication”
პროექტი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე ქვეყნებში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიისა და აკადემიური პროგრამების გაძლიერებას, საქართველოში კი ამ პორფესიის შექმნასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში მზადდება და ვითარდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აკადემიური კურსები და პროგრამები, შესაბამისი, სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული მასალით.
პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულება მოიცავს:
პროექტის კორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობისთვის(ARTIST)
2016 წლის ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS-ის თანამშრომლებმა დაიწყეს ახალი, ERASMUS+ პროექტის ARTIST-ის დანერგვა საქართველოში.
პროექტი ARTIST – პრაქტიკის კვლევა ბუნებისმეტყველების ინოვაციური სწავლების გზით დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უმაღლესი განათლების განვითარების პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში. კონსორციუმში გაერთიანებულია 10 პარტნიორი უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან (გერმანია, საქართველო, ავსტრია, ირლანდია, თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები).
ARTIST-ის მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე. პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის ციკლურ გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიის და ინოვაციური მიდგომების შემდგომი განვითარების გზით. კონკრეტული ცვლილების და სიახლის ინტერესი, როგორც პრაქტიკული კვლევის მიზანი, ქმნის ახალი ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება არა მარტო ინოვაციების დანერგვას, არამედ ხელს უწყობს მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ გავნითარებას. სიახლეები/ინოვაციები/ახალი მიდგომები გამოკვლეული, განხორციელებული და ასახული იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ საბუნებისმეტყველო განათლების მკვლევარებთან ერთად. ARTIST ქმნის საუნივერსიტეტო, სასკოლო და სამეწარმეო ქსელის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში კონსორციუმის წევრები შექმნიან რეგიონალურ ქსელს, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტს, სკოლას და საწარმოს. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პროექტში 3-5 სკოლა ჩაერთვება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, ARTIST 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის კოორდინატორი: ბრემენის უნივერსიტეტი.
პროექტის მთავარი მიზანი:
პროექტის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესება ევროკომისიის განათლებისა და მომზადების 2020 მიზნების (ET 2020 Objectives) შესაბამისად. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების მეთოდების განვითარებასა და ინოვაციების წახალისებას ტექნოლოგიებისა და კვლევის ინტეგრაციის მხარდაჭერით გზით.
პროექტის მთავარი აქტივობებია:
ევროპელი პარტნიორები:
ბენეფიციარი უნივერსიტეტები:
სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:
პროექტის კოორდინატორი : არმენ ბადაგიანი printel@ysu.am
პროექტის ოფიციალური ვებ–გვერდის ბმული: www.PRINTeL.am
პროექტის Educational for Drone (eDrone) ძირითადი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დრონების ეფექტური სწავლების დანერგვა, რაც ადვილად მიიღწევა პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადებით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით. პროექტის ფარგლებში მასში ჩართული ქვეყნები გაუზიარებენ გამოცდილებას, მიღწევებსა და ცოდნას პარტნიორ უნივერსიტეტებს.
პროექტის კოორდინატორი: სანიოს უნივერსიტეტი (იტალია)
პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესება სამიზნე უნივერსიტეტებში „კვლევისა და განვითარების“ სამსახურების შექმნით. მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები:
პროექტის კოორდინატორი: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
”MEDIATS: Training and Society Transformation”
2018 წლის ნოებრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩაერთო ERASMUS + ახალი პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” განხორციელებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლატვია, გერმანია, აზერბაიჯანი და უკრაინა.
პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებს (ქართულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ) საშუალებას აძლევს, ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გახდნენ მთავარი მოთამაშეები მედიაციის პროცესების ხელშეწყობაში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიაუნის სამართლის სკოლის აქტივობა მოიცავს ორ კომპონენტს, ესენია:
სამაგისტრო საფეხურზე მედიაციის მოდულისა და სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება;
მედიაციის ფედერაციის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამართლის სკოლა ლიდერია ბოლო კომპონენტში და კოორდინაციას უწევს პარტნიორ ქვეყნებში მსგავსი ფედერაციების ჩამოყალიბებას.
პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების გამართვას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიატორთა სერტიფიცირებისა და ტრენინგების სისტემის შექმნას, სტუდენტთა სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში და ა. შ.
პროექტის კოორდინატორია ნიდერლანდების ბიზნესის აკადემია (ნიდერლანდების სამეფო)
Modernization of environment protection studies programmes for Armenia and Georgia (MENVIPRO)
პროექტის საერთო მიზანს წარმოადგენს სამაგისტრო კურსების ხარისხის გაუმჯობესება სომხეთსა და საქართველოში. გარემოსდაცვითი სფეროს სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სასწავლო გეგმების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EAU- ს) სალზბურგის პრინციპების დაცვით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის. კურიკულუმის განვითარება ეფუძნება ევროპაში სამიზნე ქვეყნებსა და მათ ფარგლებს გარეთ მიღებულ საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს, და მოიცავს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებს ასევე საგანმანათლებლო ინოვაციებს. ყურადღება გამახვილდება კურსდამთავრებულთა განათლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. საუნივერსიტეტო-საზოგადოება-ინდუსტრიული კავშირები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ კურსდამთავრებულთა კარგი დასაქმების უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ გააძლიეროს უნივერსიტეტებში არსებული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კუსები პროექტი შეიმუშავებს დისტანციური სწავლების კურსებს რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თანამედროვე საგანმანათლებო და კვლევით გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან (ERLEP). ლაბორატორიასთან დაკავშირებული დისტანციური სწავლების კურსები გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მრავალი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის დარგში დაგროვებული ცოდნის ათვისებას და გავრცელებას.
პროექტის ერთ-ერთი ოპერატიული მიზანი არის ახალი და გაუმჯობესებული სამაგისტრო კურსების სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომზადება აკრედიტაციისათვის. ყველა მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში შესაბამისი სამაგისტრო კურსების სასწავლო გეგმის მოდერნიზაციის დანერგვა.
პროექტის კოორდინატორია: ტუსკიას უნივერსიტეტი – იტალია
[wpai_display_imported_files_here]