ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც განათლების გაძლიერებას, ასევე სწავლებას მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით თბილისისა და კონფლიქტური რეგიონების უნივერსიტეტებში დამამთავრებელ საფეხურზე. აკადემიური კურსის სწავლება იგეგმება 4 ძირითად უმაღლეს სასწავლებელში, ასევე, დაგეგმილია მოსამზადებელი კურსები გორისა და ზუგდიდის სტუდენტებისათვის.
პროექტის კონკრეტული მიზანია:
პროექტის კოორდინატორია დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია).
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად კი, ხელმისაწვდომი გახდება უკვე არსებული კურსები. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შედეგი იყოს გრძელვადიანი და მიმართული კონკრეტული სამიზნე ჯგუფისაკენ.
პროექტის კოორდინატორია ჰაიფას უნივერსიტეტი (ისრაელი.
პროექტის მიზანია განხორციელდეს ინტერდისციპლინარული რეფორმა უმაღლესი განათლების პროგრამაში სამაგისტრო დონეზე და მოხდეს ინტეგრირება გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (GIT), კერძოდ კი, კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტების, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართ.
პროექტი ხელს უწყობს სამი ძირითადი მხარის თანამშრომლობას, ესენია: უნივერსიტეტი, მეწარმეობა და ადმინისტრაცია. კურიკულუმის რეფორმა ავითარებს 3 ძირითად ეროვნულ და რეგიონალურ პრიორიტეტს საქართველოსა და სომხეთში: გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიებს, კულტურული მემკვიდრეობისა და დოკუმენტაციის დაცვას. ასევე ხელს უწყობს ტურიზმის ბიზნესსა და მეწარმეობას.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).
2016 წლის ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის, თანამშრომლებმა დაიწყეს ERASMUS+ ახალი პროექტის, ARTIST-ის, დანერგვა საქართველოში.
2017 წლის 19-20 იანვარს შედგა კონსორციუმის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია).
პროექტი „ARTIST – პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უმაღლესი განათლების განვითარების ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში. კონსორციუმში გაერთიანებულია 10 პარტნიორი უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან (გერმანია, საქართველო, ავსტრია, ირლანდია, თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები). პროექტის კოორდინატორია ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია).
ARTIST-ის მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე. პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის ციკლურ გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიის და ინოვაციური მიდგომების შემდგომი განვითარების გზით. კონკრეტული ცვლილების და სიახლის ინტერესი, როგორც პრაქტიკული კვლევის მიზანი, ქმნის ახალი ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება არა მარტო ინოვაციების დანერგვას, არამედ ხელს უწყობს მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. სიახლეები/ინოვაციები/ახალი მიდგომები გამოკვლეული, განხორციელებული და ასახული იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ საბუნებისმეტყველო განათლების მკვლევრებთან ერთად. პროექტი ARTIST ქმნის საუნივერსიტეტო, სასკოლო და სამეწარმეო ქსელის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის წევრები შექმნიან რეგიონალურ ქსელს, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტს, სკოლას და საწარმოს. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პროექტში ჩაერთვება 3-5 სკოლა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და დასრულდება 2019 წლის სექტემბრის ბოლოს.
პროექტის კოორდინატორია: ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია).
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის მიზანიცაა საგანმანათლებლო სისტემის ადაპტაცია ახალ ეკონომიკურ გარემოსთან და ადამიანური რესურსების ზრდის ეფექტური გამოყენება. უმაღლესმა სასწავლებლებმა კურსდამთავრებულთა მაღალი კომპეტენციის ჩამოსაყალიბებლად უნდა განსაზღვრონ სწავლების პროცესი, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
პროექტის კოორდინატორია მაგდებურგის უნივერსიტეტი (გერმანია).
პროექტი ”ABC – Assisting Better Communication” მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე ქვეყნებში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიისა და აკადემიური პროგრამების გაძლიერებას, საქართველოში კი ამ პორფესიის შექმნასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში მზადდება და ვითარდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აკადემიური კურსები და პროგრამები, შესაბამისი, სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული მასალით.
პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულება მოიცავს:
საქართველოსათვის პროგრამის შექმნასა და განვითარებაში ჩართულია კონსორციუმში მონაწილე ყველა მხარე. მასალები იქმნება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპისა და ამერიკის ასოციაციების მოთხოვნების შესაბამისად. კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებშუ ტრენერთა ტრენინგების, ვორქშოპებისა და სემინარების ორგანიზების გზით. კონსორციუმის წევრი სხვა ბენეფიციარი ქვეყნებისათვის – ისრაელი და ბოსნია-ჰერცოგოვინა, პროექტი საშუალებას იძლება ცოდნის გაზიარებისათვის, მასალების განახლებისა და რევიზიისათვის, ახალი კურსების შექმნისა და ინტერდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებისათვის
2.პროგრამის პილოტირება
პროგრამის პილოტირებაში, მის შეფასებასა და განვითარებაში მონაწილეობენ პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების შესაბამისი მიმართულების ექსპერტები.
3.პროგრამის განხორციელებისას სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება
სწავლების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინება ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროგრამების შექმნისა და პილოტირებისას. ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია იყოფა ორ მიმართულებად, ერთი მიმართულია სასწავლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, ხოლო მეორე პროექტის მართვვისა და მენეჯმენტის ხარისხის უზრუნველყოფისათვის.
4.კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროში დაგროვილი თანამედროვე გამოცდილების დაუფლებას და გაზიარება
ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დარგში არსებული თანამედროვე ხედვების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებაა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციის, საჯარო ლექციებისა და ინტერდისციპლინური შეხვედრების ორგანიზება. გარდა ამ მიმართულებით აქტივობების განხორციელებისა, პროექტი მიზნად ისახავს პროფესიის თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ეთიკური ნორმებისა და ღირებულებების გავრცელებას, რად პროფესიული ასოციაციის შექმნნის წინაპირობაა.