ILIA STATE UNIVERSITY
ILIA STATE UNIVERSITY
მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB ILIAUNI)
ფაბლაბი – მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB ILIAUNI) წარმოადგენს კრეატიული და ინოვაციური იდეების სივრცეს, რომელიც შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
“ფაბლაბი” თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებითა და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. მასზე წვდომა აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს და სამრეწველო პარტნიორებს. ლაბორატორიაში შესაძლებელია, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი ტექნოლოგიური პროდუქტი – ე. წ. სმარტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო მიზნებისათვის. ”ფაბლაბის” მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რაც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. “ფაბლაბი” ორგანიზებას უწევს მაკეთონის ღონისძიებებს და გამომგონებელთა გამოფენებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი გთავაზობთ:
GameLab ILIAUNI ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პირი შეძლებს ინოვაციური იდეების მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაციას.
GameLab ILIAUNI ღიაა არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც აქვს:
GameLab ILIAUNI-ში მოქმედებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ამ ეტაპზე გთავაზობთ სხვადასხვა დონის და შინაარსის სასერტიფიკატო კურსებს შემდეგი მიმართულებებით: